თითქოს ათამაშდა, ყველას გული მოიგო და სწორედ მაშინ მიიღო ტრავმა გარეთ ბეილმა.
მადრიდის „რეალის“ ფორვარდს მარჯვენა ფეხის ბარძაყის უკანა ზედაპირი აქვს დაზიანებული.
როგორც წესი, ასეთი ტრავმის მკურნალობა 8-10 კვირას მოითხოვს. ბეილის შემთხვევაში კუნთი იმდენადაა დაზიანებული, რეაბილიტაციის მიახლოებითი ვადების თქმაც ძნელია.
საუკეთესო შემთხვევაში უელსელი მოედანზე ნოემბრის ბოლოს დაბრუნდება. ესპანელმა ჟურნალისტებმა დათვალეს და აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა სირთულის ტრავმების გამო ბეილს ჯამში „რეალის“ 100 მატჩზე მეტი აქვს გაცდენილი.