Juventus Have Always Been Helped,' Says Napoli President Aurelio De  Laurentiis | Bleacher Report | Latest News, Videos and Highlightsგეხსომებათ, რამდენიმე თვის წინ ევროპის საფეხბურთო სუპერლიგა რომ დაარსდა და 12 გუნდმა ევროპული ფეხბურთის გადატრიალება მოინდომა. თუმცა, უეფამ მათი ახალი ტურნირის მცდელობა ჩანასახშივე მოსპო. შედეგად, სუპერლიგა 9 გუნდმა დატოვა და ერთგულნი მხოლოდ „ბარსელონა“, მადრიდის „რეალი“ და ტურინის „იუვენტუსი“ დარჩნენ.

თუმცა, ისე ჩანს, რომ, ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგას მაინცდამაინც დიდი დღე არ უწერია. ევროტურნირები საფეხბურთო კლუბების მეპატრონეებს აღარ აკმაყოფილებს. იტალიური „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მათი რეფორმირების მომხრეა…

„სისტემა ვეღარ მუშაობს და ევროტურნირებს კლუბებისთვის საკმარისი შემოსავალი აღარ შემოაქვს. უკვე გაუმართლებელი გახდა ჩემპიონთა და ევროპის ლიგაში მონაწილეობის მიღება. საჭიროა, ახალი ტურნირი, სადაც მეტი ფულის დახარჯვა იქნება საჭირო. უნდა დაილაპარაკონ კლუბებმა ერთმანეთთან და მოიგონონ ახალი, ყველასათვის უფრო თანამედროვე და მომგებიანი ტურნირი“, – აცხადებს „ნაპოლის“ ბოსი.

Napoli's Aurelio De Laurentiis slams 'bulls***' 2022 World Cup in Qatar and  European Super League - Saty Obchod Newsდე ლაურენტისის რეფორმა, პარალელურად, ეროვნული ჩემპიონატების რეფორმასაც მოიცავს. საუბარია, გუნდების შემცირებაზე. აი, ეს იქნება დე ლაურენტისის იდეისთვის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი, რადგან ეროვნულ ჩემპიონატებში გუნდების შემცრირება, თავისთავად, ფინანსურ შემცირებასაც იწვევს.

„ჩვენთვის აუცილებელია მატჩების რაოდენობის შემცირება. ეს მთელი ევროპის მასშტაბით, უმაღლესი დივიზიონების გუნდების რაოდენობის შემცირებით უნდა მოხდეს“, – ფიქრობს დე ლაურენტისი.

თუმცა, სუპერლიგისგან განსხვებით, დე ლაურენტისი არ ფიქრობს ახალი ტურნირის ჩაკეტვას და ამბობს, რომ დემოკრატიული უნდა იყოს.

„საჭიროა დემოკრატიული სისტემით ევროპული ლიგის შექმნა. ეს დაფუძნებული უნდა იყოს შიდა შეჯიბრებებზე გუნდების მიღწევებით. პროექტი შევისწავლე და მზად ვარ 10 მილიარდი ევრო შევიტანო. ჩვენ მზადყოფნა და სრული დამოუკიდებლობა გვჭირდება“, – ასეთია პარალელურად კინორეჟისორის აზრი.

SERIE A - Napoli in trouble, but yet to lose their international statusლაურენტისი განსაკუთრებულ პრობლემას ხედავს თანამედროვე ტექნოლოგიებში, რომელმაც ფეხბურთი, ფაქტობრივად, ჩაანაცვლა და თუ რამე ახალი არ შეიქმნა, მსოფლიოს ნომერ პირველ სპორტის სახეობას საფრთხე ემუქრება.

„თუ თამაშის წესებს არ შევცვლით და სანახაობას უკეთესს არ გავხდით, ახალგაზრდები ზურგს გვაქცევენ და ფეხბურთი ჩვენი ცხოვრების ცენტრალური ნაწილი აღარ იქნება. ჩემი გამოკვლევები აჩვენებენ, რომ 8-დან 25 წლამდე ასაკის ადამიანები აღარ უყურებენ ფეხბურთს და სმარტფონებით თამაშს ანიჭებენ უპირატესობას, რომელმაც სრულად შეცვალა ჩვენი ბავშვები.

არ ვამბობ, რომ ფეხბურთის სტადიონზე ყურების ჩვეულება გაქრება, მაგრამ ახლა მხოლოდ „ვირტუალური სტადიონი“ გვაქვს, რომელსაც მილიარდობით ადამიანის მიზიდვა შეუძლია, რათა ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშონ. ვინ იცის, შევძლებთ კი მათ მსოფლიოს ყველაზე დიად და გავლენიან სპორტში დაბრუნებას“? – დასძინა დე ლაურენტისმა.