Yuriy Sedykh, the best hammer thrower in history, has died - The News 24რუსეთში ამ კაცს ხან მოღალატე ეძახეს, ხან აგენტი, არადა მასზე ტიტულოვანი და დამსახურებული ცოტა ჰყავდათ.

14 სექტემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა უროს ტყორცნაში ორგზის ოლიმპიური, მსოფლიოს და სამგზის ევროპის ჩემპიონი იური სედიხი.

35 წლის წინ მისი დამყარებული მსოფლიო რეკორდი (86,74 მ.) დღემდე ხელუხლებელია.

სედიხმა კარიერის ბოლოს ფრანგულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი და მეუღლესთან – ბირთვის კვრაში ოლიმპიურ ჩემპიონ ნატალია ლისოვსკაიასთან ერთად საფრანგეთში გადაბარგდა.

აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ სედიხი 30 წელი უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა და მასტერ-კლასებს ატარებდა.

გული მხოლოდ იმაზე წყდებოდა, რომ სამშობლოში არც ერთხელ მიიწვიეს – ოლიმპიადაზეც კი. ახლა, ალბათ, მწარედ დაიტირებენ.