საინტერესო ფაქტი: შვეიცარიული „იანგ ბოიზი“ ჩემპიონთა ლიგაში მარტო იმ გუნდებს უგებს, რომელშიც კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს.

შვეიცარიულმა კლუბმა ისტორიის მანძილზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა მეორე მოახერხა და სულ ორჯერ მოიგო.

14 სექტემბერს ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში „იანგ ბოიზმა“ შინ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 2:1 მოუგო, რომლის რიგებშიც პორტუგალიელი ირჯებოდა და ანგარიში გახსნა კიდეც.

მანამდე, 2018-19 წლების სეზონში შვეიცარიულ გუნდს იმ ტურინის „იუვენტუსისთვის“ მოეგო (2:1), რომელშიც რონალდუ გამოდიოდა…

ჩემპიონთა ლიგაში „იანგ ბოიზს“ სხვა თამაში არ მოუგია.

Cristiano Ronaldo (@Cristiano) | Twitter