ლევან კობიაშვილი - საქართველოს პარლამენტისაქართველოს ნაკრებმა ერთკვიარიან მონაკვეთში 3 მატჩი ითამაშა.

როგორ ითამაშა, ახლა ამაზე არ ვლაპარაკობთ.

ამაზე შოთა არველაძემ ილაპარაკა. რა თქვა, არც ამაზე შევჩერდებით, თუმცა იოლად მიხვდებით, რომ სამი სამარცხვინო წაგების შემდეგ კარგს არაფერს იტყოდა.

რის გამოც ამ წერილს ვწერთ, ამის მერე მოხდა: შოთა არველაძეს უთხრეს, რომ თავისი საქმისთვის მიეხედა.

თავისი საქმისთვის მიეხედა, შოთა არველაძეს:

შოთა არველაძე: რუსეთის ნაკრებში მუშაობა? ჩვენი მიწები ჯერ არავის დაუბრუნებია - popsport⚽ საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს;

⚽ საქართველოს სამგზის საუკეთესო ფეხბურთელს;

⚽ საქართველოს, შოტლანდიის, ნიდერლანდების ჯამში 8-გზის ჩემპიონს;

⚽ საქართველოს, თურქეთის, ნიდერლანდების, შოტლანდიის თასის ჯამში 10-გზის მფლობელს;

⚽ მწვრთნელის რანგში უზბეკეთის ჩემპიონსა და თასის მფლობელს;

⚽ ამავე ქვეყნის წლის საუკეთესო მწვრთნელს;

⚽ ყოფილი საბჭოელი ფეხბურთელებიდან უცხოეთში ყველაზე შედეგიან მოთამაშეს…

შენ საქმეს მიხედეო, – უთხრა პოლიტიკოსმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან კობიაშვილმა.

პოლიტიკა ლევან კობიაშვილის საქმეა.

ფეხბურთი შოთა არველაძის საქმე არ არის.

ზღვარი აღარაფერს აქვს.