დინამო თელავიდან ხელცარიელი დაბრუნდა

ფეხბურთის ფედერაციამ 10 სექტემბრიდან ეროვნული ჩემპიონატის განახლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, უმაყურებლოდ.

ამასთან, მონაწილეები დაიშვებიან სრულად ვაქცინირებიდან 14 დღის გასვლის შემდეგ, ასევე მატჩამდე 72 საათით ადრე PCR ტესტის ან 24 საათით ადრე ჩატარებული ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე.

23 – ე ტური ყველაზე ხანგრძლივი გამოდგა საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში. 13 აგვისტოს დაიწყო „სამტრედია“ – „ლოკომოტივის“ მატჩით (1:0) და 12 სექტემბერს დასრულდა „საბურთალო“ – „ბათუმის“ შეხვედრით (1:1).

ცხადია, 30 დღიანი პაუზა კოვიდრეგულაციებთან იყო დაკავშირებული. მაგრამ ერთია გაუგებარი: ინგლისში სტადიონებზე უკვე ანშლაგებია, დანარჩენ ევროპაშიც მეტ-ნაკლებად შეივსო ტრიბუნები. ჩენთან კი ისევ სიცარიელეა…

ამასობაში, ეროვნულმა ნაკრებმა სამი ერთმანეთზე უარესი და სამარცხვინო მატჩი ჩაატარა.

ქუთაისის „ტორპედოს,“ როგორც იქნა, პატრონი გამოუჩნდა – „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“  „ტორპედოს“ 100 პროცენტიანი წილის მფლობელი გახდა, კლუბის ახალი გენერალური დირექტორი კი გიორგი მჭედლიძე იქნება.

ეტყობა სტაბილურობის განცდამ ქუთათურებს მოტივაცია გაუძლიერა და მათ სტუმრად ლიდერთა ჯგუფში მყოფი „დილა“ 2:1 დაამარცხეს. ეს ამბავი ზედიზედ სამწაგებიანი სერიის შემდეგ მოხდა. და კიდევ, „ტორპედოს“ 24 მაისის მერე აღარ მოეგო. ეფექტური გამოდგა ირაკლი ძარიას მეორე გოლი, მან საჯარიმოში მცველებს აჯობა, ახლო მანძილიდან შემოტრიალებით დაარტყა და ბურთი „ცხრიანში“ გაახვია.

საბურთალოსთან მატჩისას ასე გახსნა ანგარიში ბათუმელმა ჯოვინო ფლამარიონმა

„დინამომ“ უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა თელავში. „თელავმა“ ლაშა შერგელაშვილის გოლით მოიგო და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეიბა. ეს კახური კლუბის ისტორიაში პირველი გამარჯვება გახლდათ „დინამოსთან.“

თბილისელთა რიგებში კი პირველად გამოჩნდა ახალწვეული ესპანელი მეკარე, ანდრეს პრიეტო. ჩემპიონთა რიგებში დაბრუნებული  დავით სხირტლაძის რე-დებიუტი კი 35-ე წუთზე შედგა. მან გიორგი გაბედავა შეცვალა.

ლიდერმა ბათუმელებმა მოგვიანებით ითამაშეს და უკვე იცოდნენ თელავური მატჩის ანგარიში. გამარჯვების შემთხვევაშო ისინი ხუთი ქულით გაუსწრებდნენ უშუალო კონკურენტს. შეხვედრის დასაწყისშივე დაწინაურდნენ, საბურთალოელთა მცველის შეცდომით ჯოვინო ფლამარიონმა ისარგბლა და მე-2 წუთზევე გაიტანა, მაგრამ ზღვისპირელებმა ანგარიში ვერ შეინარჩუნეს. ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო მეგოლემ, იური ტაბატაძემ, მეორე ტაიმის დასაწყისში გაათანაბრა.

ახლა „ბათუმი“ 3 ქულით უსწრებს „დინამოს.“

შუქურა 0:0 სამგურალი

თელავი 1:0 დინამო

1:0 შერგელაშვილი (49)

დილა 1:2 ტორპედო

0:1 მირცხულავა (22), 0:2 ძარია (52),  1:2 ბუღრიძე (90+2 პენ)

საბურთალო 1:1 ბათუმი

0:1 ფლამარიონი (2), 1:1 ტაბატაძე (48)

13 აგვისტო

სამტრედია 1:0 ლოკომოტივი

1:0 კობახიძე (90+2 პენ)

გაძევება: სანდოხაძე (90) – ლოკომოტივი

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362112373:2775
დინამო36217859:2870
დილა361710948:3561
საბურთალო361512952:4057
ლოკომოტივი361581357:5953
თელავი361281635:5344
სამგურალი369141334:4641
ტორპედო369131438:4440
შუქურა365121928:4927
სამტრედია36562533:7621

მეგოლეები: გიორგი ფანცულაია (ბათუმი) – 10, ზორან მარუშიჩი (დინამო) – 9, გიორგი გაბედავა (დინამო) – 8, იური ტაბატაძე, დმიტრი მანდრიჩენკო (ორივე – საბურთალო), სერგო კუხიანიძე (სამგურალი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი)