ამერიკის ღია პირველობაზე ნოვაკ ჯოკოვიჩი ორ დიდ შედეგს უტევდა – მოეგო ოთხივე „დიდი მუზარადი“ ერთი კალენდარული წლის მანძილზე და კარიერული 21-ე „დიდი მუზარადის“ ტურნირი, რაც საუკეთესო მაჩვენებელი იქნებოდა ჩოგბურთის ისტორიაში.

თუმცა, სერბმა ჩოგბურთელმა 4:6, 4:6, 4:6 დათმო რუს დანილ მედვედევთან და ახლა ნოლეს, ისევე როგორც როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს 20-20 ყველაზე დიდი ტიტული დარჩათ მოგებული.

ისეთი ნოვაკი, როგორც ამერიკის კორტზე ფინალში თამაშობდა, ალბათ არ გვინახავს. მედვედევი ყველა კომპონენტში სჯობდა მეტოქეს და დამსახურებულადაც მოიგო.

ჯოკოვიჩის სუსტი თამაში, ყოფილმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა ბორის ბეკერმა სტრესით და ემოციური მდგომარეობით ახსნა. მისი თქმით, სერბი ამ ტურნირის მოსაგებად მენტალურად არ იყო მზად.

მედვედევმა კარიერაში პირველად მოიგო „დიდი მუზარადი“, ხოლო ნოლემ რეკორდი 2022 წლისთვის გადადო.