„ლივერპულის“ ვარსკვლავი ტიაგო ალკანტარა შეიძლება „ენფილდ როუდიდან“ წავიდეს. 30 წლის ბრაზილიური წარმოშობის ესპანელმა იურგენ კლოპის გუნდსა და ტაქტიკას ფეხი ვერ აუწყო, რის შესახებაც გერმანელი ვეტერანი დიტმარ ჰამანი თავის ბლოგში მხარეებს ჯერ კიდევ როდის აფრთხილებდა. მერსისადიზე თამაშის პერიოდში ტიაგო მეტწილად სათადარიგოთა სკამზე ზის.

იტალიური წყაროების თანახმად ალკანტარა, რომელიც 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონის მაზინიოს ვაჟია, იანვარში შეიძლება „მილანმა“ აიყვანოს, ხოლო მის სანაცვლოდ „ლივერპულს“ კოტ დ’ივუარელი ფრანკ კესიე მისცეს.

კესიე 24 წლის ნახევარმცველია. მას 2022 წლის ზაფხულში „როსონერისთან“ კონტრაქტის ვადა ეწურება.

თუ „ლივერპულმა“ არ იჩქარა და სპილოს ძვლის ნაპირელი ნაახალწლევს არ შეიძინა, ზაფხულში ის შეიძლება „პარი სენ ჟერმენმა“ წაიყვანოს, რადგან კესიე უკვე თავისუფალი აგენტი იქნება, პარიზელები კი მას მსუყე ხელფასს შესთავაზებენ.