FIFA Club World Cup winners list, Champions & successful in history -  Interesting Footballმსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას ეძებს. საქმე ის არის, რომ იაპონიის მთავრობამ უარი თქვა ამ ტურნირის მასპინძლობაზე, მიზეზად კი, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაცია დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ იაპონია უარის თქმას ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზეც აპირებდა, მაგრამ ბოლოს მაინც დათანხმდა.

შესაძლოა, უარი არც ახლა თქვან, მაგრამ ორგანიზატორებს კოვიდ-რეგულაციების გამო შეზღუდვების დაწესება მოუწევთ.

სავარუდოდ, ფიფა ახალ მასპინძელს მალე გამოაცხადებს, რადგან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი დეკემბერში უნდა გაიმართოს. დიდი ალბათობით, ის უფრო აზიური ქვეყნებიდან იქნება…

შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირში მონაწილეობას ექვსივე კონფედერაციის გამარჯვებული კლუბები იღებენ.

წილი
წინა სტატიაჯოკოვიჩის ნაბიჯი სასწაულამდე
შემდეგი სტატიანეიმარი მამამ გაყიდა
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...