მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას ეძებს. საქმე ის არის, რომ იაპონიის მთავრობამ უარი თქვა ამ ტურნირის მასპინძლობაზე, მიზეზად კი, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაცია დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ იაპონია უარის თქმას ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზეც აპირებდა, მაგრამ ბოლოს მაინც დათანხმდა.
შესაძლოა, უარი არც ახლა თქვან, მაგრამ ორგანიზატორებს კოვიდ-რეგულაციების გამო შეზღუდვების დაწესება მოუწევთ.
სავარუდოდ, ფიფა ახალ მასპინძელს მალე გამოაცხადებს, რადგან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი დეკემბერში უნდა გაიმართოს. დიდი ალბათობით, ის უფრო აზიური ქვეყნებიდან იქნება…
შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირში მონაწილეობას ექვსივე კონფედერაციის გამარჯვებული კლუბები იღებენ.