არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჟოან ლაპორტა „ბარსელონაში“ ნეიმარის დაბრუნებას გეგმავდა. მან ამ მიზნით პარიზში ორი წარმომადგენელი მიავლინა, რომლებიც პირადად შეხვდნენ ბრაზილიელს.
იმ საუბრისას ნეიმარმა არ დამალა, რომ თავადაც გულით სურდა „ბარსაში“ დაბრუნება.
მოვლენები სულ სხვაგვარად წარიმართა. ამ საუბრიდან მეორე დღეს პსჟ-ის ერთ-ერთმა ბოსმა ნეიმარის მამის ანგარიშზე 20 მილიონი ევრო ჩარიცხა, რამდენიმე დღეში კი ნეიმარმა პარიზში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.
ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Diario Sport-ი ავრცელებს. მათვე მოიძიეს, რომ ანგარიში, საიდანაც გადარიცხვა მოხდა, უშუალოდ პსჟ-სთან კავშირში არ არის, თუმცა კლუბის დირექტორატის ერთერთ წევრთან ასოცირდება.
აღნიშნული ინფორმაცია ნამდვილად არ გამოდგება სისხლის სამართლის ან თუნდაც სადისციპლინო საქმის აღსაძრავად.
ერთადერთი, თხზულების თემად თუ ივარგებს: „ფული ჯოჯოხეთს ანათებს“.