არ გაგიკვირდეთ, თუ ჯანლუიჯი დონარუმა უკვე ამ ზამთარს იტალიაში დაბრუნდეს, მაგრამ არა „მილანში“, არამედ „იუვენტუსში“.
დონარუმა პსჟ-ში ამ ზაფხულს გადაბარგდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. 22 წლის გოლკიპერს დიდი მიზნები ჰქონდა, მაგრამ პარიზელთა მთავარი მწვრთნელი მაურიციო პოჩეტინო სრულად ენდობა კეილორ ნავასს.
შესაბამისად, ჯანლუიჯი დონარუმას სათადარიგოთა სკამის ხეხვა უწევს, რაც იტალიელის სანაკრებო კარიერას ნამდვილად ვერ წაადგება. ასეთ პირობებში „იუვენტუსის“ ინტერესი დონარუმასთვის სერიოზული შანსია.
იტალიელის კონტრაქტს პსჟ-სთან 2026 წელს გასდის ვადა, მის სატრანსფერო ფასად კი დაახლოებით 65 მილიონი ევრო სახელდება.