No description available.ქალბატონმა მარია დოლორეშ დუშ სანტუშ ავეირუმ სოციალურ ქსელში საინტერესო ფოტო დადო. ინტერნეტში ფოტოთი ვინ გინდა გააკვირვო, მაგრამ ეს ქალბატონი კრიშტიანუ რონალდუს დედა გახლავთ და ფოტოზე შვილის შოკოლადის სკულპტურასთანაა გადაღებული. ფოტოს წარწერა ახლავს: “ვინმეს ხომ არ გსურთ შოკოლადი? ეს მხოლოდ ჩემია!”. ფიგურა მთლიანად შოკოლადისაა და ნატურალურ ზომებშია შესრულებული. “ქმნილების” ავტორი პორტუგალიელი კულინარი ჟორჟე კარდოზუ გახლავთ. მან სკულპტურაზე მუშაობას 200 საათი მოანდომა. როგორც კარდოზუ ამბობს, შთაგონება ევროპის 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრების გამარჯვების შემდეგ ეწვია. ფიგურა მომცრო კვარცხლბეკთან ერთად 120 კილოგრამს იწონის. თავად რონალდუს ერთობ მოეწონა ტყუპისცალი და ავტორის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაუშირებია. შოკოლადის რონალდუმ მისივე სახელობის მუზეუმში დაიდო ბინა.

No description available.

წილი
წინა სტატიამესიმ პელეს გადაასწრო
შემდეგი სტატიარონალდუს დებიუტი 18 წლის წინ
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".