მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევ B ჯგუფში, ესპანეთის ნაკრებმა კოსოვოს სტუმრად მოუგო 2:0 და ვინაიდან საბერძნეთმა შვედეთს 2:1 აჯობა, ცხრილში ლაღად ლიდერობს, თუმცა კონკურენტზე ორი თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული.

ესპანელთა გოლები გაიტანეს პაბლო ფორნალსმა და ფერან ტორესმა. შედეგად, სექტემბრის სამ თამაშში „ლა როხამ“ 9 შესაძლებლიდან 6 ქულა შეიმატა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე პირდაპირ მხოლოდ გამარჯვებული გადის.

ესპანეთს დარჩა ორი თამაში, 11 ნოემბერს საბერძნეთში და 14 ნოემბერს შინ შვედეთთან.