აქამდე ისე ვიცოდით, რომ თუ იტალიის ნაკრები შვეიცარიასთან არ წააგებდა, მსოფლიო რეკორდის მფლობელი გახდებოდა.

ასეც მოხდა – „აძურიმ“ ბაზელში 0:0 ითამაშა და ზედიზედ 36-ე მატჩი არ წააგო, მაგრამ მსოფლიო რეკორდის მხოლოდ თანამფლობელი გახდა.

მანამდე იწერებოდა, რომ ბრაზილიის ნაკრებს 1993-96 წლებში 35 მატჩი არ წაეგო, მაგრამ როგორც კი იტალიამ ეს ნიშნული 36-მდე აიყვანა, გაჩნდა ცნობები, რომ ბრაზილიასაც იგივე რაოდენობა დაუგროვებია.

როგორც მინიმუმ, იტალიელებმა მსოფლიო რეკორდი გაიმეორეს და 8 სექტემბერს ლიეტუვასთან საშინაო მატჩში შეეცდებიან უეჭველი რეკორდის მფლობელებ გახდნენ.

ცხადია, თუ ბრაზილიას კიდევ ერთი მატჩი არ აქვს გადამალული…