ინგლისური “ლივერპულის” მწვრთნელმა იურგენ კლოპმა დაადასტურა, რომ კლუბთან კონტრაქტის დასრულების შემდეგ პაუზის აღება სურს.

– როცა “ლივერპულთან” ჩემი კონტრაქტი ამოიწურება, პირველ რიგში მინდა გავიხსენო, რას ნიშნავს ნორმალური ცხოვრება.

ერთწლიანი პაუზა — მე ხომ ასეთი არასოდეს მქონია. ვფიქრობ, ეს ერთი წელი ძალიან წამადგება.

შესანიშნავი სამუშაო მაქვს, რომელიც მიყვარს.

პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ეს სამუშაო არასოდეს მთავრდება და სხვა თემაზე გადართვის შანსს არ მიტოვებს” — განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

“ლივერპულის” ფანებს შეუძლიათ, ჯერჯერობით არ ინერვიულონ: იურგენ კლოპის კონტრაქტს მხოლოდ 2024 წელს გასდის ვადა.