ამერიკის ღია პირველობას ნიკოლოზ ბასილაშვილი მესამე წრეში დაემშვიდობა. ჩვენებური მასპინძელ რეილი ოპელკასთან 6:7; 3:6; 4:6 დამარცხდა.

211 სანტიმეტრიან ოპელკას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჩაწოდება აქვს. სწორედ ეს იყო უმთავრესი მიზეზი, რითიც ამერიკელმა მატჩი მოიგო. მართალია, ნიკა სხვა კომპონენტებშიც ჩამორჩა მეტოქეს, მაგრამ ესეც იმ ჩაწოდების გამოძახილი იყო.

თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ პირველ და მეორე სეტში ჩვენებური ბრეიკით იგებდა. ორივეჯერ დასაწყისშივე აართვა მეტოქეს ჩაწოდება, მაგრამ ბოლომდე ვერ შეინარჩუნა. ბასილაშვილმა პირველი სეტი ტაი ბრეიკზე დათმო, ხოლო მეორეში საკუთარი ჩაწოდება წააგო სამჯერ.

მესამე სეტში თანაბარი ბრძოლა იყო და ოპელკამ მე-10 გეიმში გადაწყვიტა მატჩის ბედი.