ისევე, როგორც პრო დ2-ში, საფრანგეთის მთავარ სარაგბო ლიგა ტოპ-14-შიც რეგულარული სეზონი სტარტს ბასკეთში აიღებს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უმაღლეს დონეზე დაბრუნებული „ბიარიცი“ 4 სექტემბერს, თბილისის დროით 16 საათზე „ბორდოს“ შეერკინება და ეს იქნება 2021-2022 წლების სეზონის გახსნითი მატჩი.

See the source imageრახან „ბიარიცი“ ვახსენეთ, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ მის წლევანდელ განაცხადში ერთბაშად 6 ქართველი მორაგბეა, მათ შორის ორი მოქმედი ბორჯღალოსანი (ნუცუბიძე და ჯალაღონია) და ორიც – ლევან მაისაშვილის მიერ ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოაზრებული მოთამაშე (აზარიაშვილი და უჩა ჭეიშვილი).

მაგრამ საქმე თუ ნაკრებში დელეგირებაზე მიდგა, აქ ვერანაირად ავუვლით გვერდს „ბრივს“ – საქართველოს ნაკრების ერთგვარ ბაზად ქცეულ ფრანგულ კლუბს. სწორედ აქ თამაშობენ ლობჟანიძე და აბჟანდაძე – მორაგბეები, რომლებიც ნაკრების ღერძს შეადგენენ. აქვე არიან მძიმე ტრავმების მოშუშების მერე მწყობრში დაბრუნებულებიც – კარკაძე და გიორგაძე, ხოლო ლუკა ჯაფარიძეს სულ ახლახან სანაკრებო დებიუტი ჰქონდა.

სულ „ბრივში“ 8 ქართველია ახალგაზრდა ცენტრის, ჟორჟ შველიძის ჩათვლით, ვინც, უნდა ვივარაუდოთ, სახელოვანი ბორჯღალოსნის, გოდერძი შველიძის ვაჟია. მოგეხსენებათ, გოდერძიმ პრაქტიკულად მთელი კარიერა საფრანგეთში გაატარა და დღესდღეობით შერკინების მწვრთნელად სწორედ „ბრივში“ მუშაობს. ამ კლუბის ახალგაზრდულ გუნდში ცნობილი სარაგბო გვარის კიდევ ერთი წარმომადგენელია – 20 წლის მესამეხაზელი ალექსანდრე ზიბზიბაძე…

Rugby / Top 14 – Biarritz Olympique: Tyrell and Herron arriveსხვათა შორის, ქართველი ფრანგული პასპორტით ქვეყნის ჩემპიონ „ტულუზის“ ესპუარებშიცაა (23- წლამდელთა გუნდი ) – ნიკოლა გოგოლაძე, ტულუზელთა ბავშვთა და ჭაბუკთა გუნდებმოვლილი ბურჯი.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, იმასღა დავძენთ, რომ საქართველოს ნაკრების დღევანდელი წევრების დიდი უმრავლესობა სწორედ ამ ლიგაშია თავმოყრილი და 14 კლუბიდან ერთადერთი „კლერმონია“, რომლის შემადგენლობაში არცერთი ქართველი არ ირიცხება. სამაგიეროდ, „ვულკანების“ შერკინების მწვრთნელი ლეგენდარული დავით ზირაქაშვილია, ანუ მთავარი ფრანგული სარაგბო ლიგა ქართველებისმიერ სრულადაა ათვისებული.

ქვემოთ გთავაზობთ ტოპ 14-ის კლუბთა განაცხადებში შესული ქართველების სრულ სიას (გამოყოფილები არიან ის მორაგბეები, ვისაც თუნდაც ერთი სანაკრებო კეპი აქვსთ მოხვეჭილი):

ბრივი (8): სოსო ბეკოშვიი, უკა ჯაფარიძე, ვანო კარკაძე, ოთარ გიორგაძე, ალექსანდრე ზიბზიბაძე, ვასი ობჟანიძე, თედო აბჟანდაძე, ჟორჟ შველიძე.

ბიარიცი (6): ვახტანგ ახობაძე, უშანგი ჭეიშვილი, გიორგი ნუცუბიძე, ლუკა აზარიაშვილი, დავით გვიდიანი, თორნიკე ჯააღონია.

პერპინიანი (4): დავით ქუბრიაშვიი, გიორგი თეთრაშვიი, ვახტანგ ჯინჭარაძე, ნოდარ შენგელია.

მონპეიე (3): მიხეი ნარიაშვიი, გიგი ლეშკაშელი, გეა აფრასიძე.

სტად ფრანსე (3): ვასი კაკოვინი, გიორგი მეიქიძე, სერგო აბრამიშვილი.

ბორდო (2): ექსო ყაუაშვიი, აშა ტაბიძე.

ა როშეი (2): გურამ პაპიძე, ალექსანდრე ქუნთელია.

იონი (2): ბექა საღინაძე, დავით ნინიაშვი.

რასინგ-92 (2): გურამ გოგიჩაშვიი, გია ხარაიშვიი.

კასტრი (1): ევან ჩიაჩავა.

პო (1): ბექა გორგაძე.

ტუონი (1): ბექა გიგაშვიი.

ტუუზი (1): ნიკოლა გოგოლაძე.