„ბარსელონა“ და „ატლეტიკო“ შეთანხმდნენ: ანტუან გრიზმანი „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ ბრუნდება.

მიმდინარე სეზონში, ფრანგი თავდამსხმელი მადრიდულ კლუბში იჯარის წესით ითამაშებს, რაშიც „ბლაუგრანა“ 10 მილიონ ევროს მიიღებს. კლუბები შეთანხმდნენ, რომ გაისად, ზაფხულში, „ატლეტიკო“ გრიზმანს 40 მილიონ ევროდ აუცილებლად გამოისყიდის.

ამრიგად, 30 წლის თავდამსხმელი ხელს აწერს ორწლიან კონტრაქტს, რომელშიც პირველ წელიწადს იჯარა, ხოლო მეორე წელიწადს მუდმივი თანამშრომლობა ჰქვია. ხელშეკრულებაში აგრეთვე შეტანილია პუნქტი მესამე, შესაძლო სეზონის შესახებ. ამ, სეზონის ამბავი პირველი ორის შემდეგ გაირკვევა.

გრიზმანი „ატლეტიკოდან“ „ბარსელონაში“ 2019 წელს 120 მილიონ ევროდ გადავიდა, მაგრამ ახალ კლუბს ვერ შეეწყო.

მისი „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ დაბრუნება ემთხვევა „ატლეტიკოდან“ საულის „ჩელსიში“ 5 მილიონიანი იჯარით გადასვლას. იმ შემთხვევაში, თუ საული „ჩელსის“ შეეგუება, ლონდონელები მას გაისად გამოიყიდიან.