ესეც სატრანსფერო ბაზრის მორიგი ოინი: „რეალის“ წარმომადგენლები საფრანგეთის დედაქალაქში „პარი სენ ჟერმენთან“ კილიან მბაპეს ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად იყვნენ და… ესპანეთში ხელცარიელები დაბრუნდნენ. მათ ვაჭრობა შეწყვიტეს.

ცნობილია, რომ თავიდან მადრიდელებმა პსჟ-ს 160 მილიონი ევრო შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს. შემდეგ მათ შეთავაზებული თანხა 200 მილიონამდე გაზარდეს და როდესაც შედეგი ამანაც ვერ მოიტანა, მოლაპარაკებები შეწყვიტეს.

„მარკა“ წერს, რომ კილიან მბაპეს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადაყვანის შემდეგი შესაძლებლობა იანვარში გამოჩნდება. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ზაფხულში მბაპეს „პარი სენ ჟერმენთან“ ხელშეკრულების ვადა ეწურება და თუ 22 წლის თავდამსხმელი პარიზელებმა მანამდე არ გაყიდეს, ის თავისუფალი აგენტი ხდება.