დიდი ალბათობით, მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე მორიგი ხმაურიანი გარიგების მომსწრე გავხდებით.

ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ გუნდს კიდევ ერთი სუპერვარსკვლავი, კილიამ მბაპე შეიცვლის.

ფრანგული და ესპანური გამოცემების ცნობით, 30 აგვისტოს დილით პსჟ-მ მბაპეს ახალი კონტრაქტი კიდევ ერთხელ შესთავაზა, მაგრამ ისევ უარი მიიღო.

ფეხბურთელმა ფრანგულ კლუბს პირდაპირ განუცხადა, რომ  ხელშეკრულების განახლებას არ აპირებს და ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს.

ესპანელების ცნობით, მომდევნო საათებში მბაპესთან დაკავშირებით ახალი ინფორმაციები გახდება ცნობილი.

Sky Sports-ის ჟურნალისტი, რუდი გალეტი კი აცხადებს, რომ მადრიდის „რეალმა” შეთავაზება გაზარდა და პსჟ ფეხბურთელის გაშვებას დათანხმდა.

„მბაპეს ტრანსფერი ალბათ მალე დადასტურდება და ეს გასაკვირიც არ არის. „რეალმა“ ადრე გაკეთებული შეთავაზება გაზარდა და პარიზული მხარისგან წინასწარი თანხმობა უკვე არსებობს.

ასე რომ, კილიან მბაპეს ტრანსფერთან დაკავშირებით, უახლოეს საათებში ჩვენ ოფიციალურ განცხადებას ველით “, – აცხადებს გალეტი.

რეალის ბოლო წინადადება 200 მილიონი ევროა.