არ გაგიკვირდეთ, თუ უახლოეს დღეებში ან სულაც საათებში მაურო იკარდის ტრანსფერის შესახებ შეიტყოთ.
Le Parisien-ის ცნობით, პსჟ-ის არგენტინელი ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.
სერია A-ში წარუმატებელი სტარტი ტურინში თავდასხმის უფხობას დაბრალდა და მდგომარეობის გამოსწორებას 28 წლის ფორვარდის დახმარებით ეცდებიან.
მაურო იკარდი ამჟამად „ბრესტთან“ შეხვედრაში (4:2) მიღებულ მხრის ტრავმას მკურნალობს და მოედანს სექტემბრის ბოლოსთვის დაუბრუნდება, მერე კი უდიდესი ძალისხმევა მართებს ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასაბრუნებლად.
ტრანსფერის შემთხვევაში იკარდი ნაცნობ ლიგას დაუბრუნდება – პსჟ-ში ხომ „ინტერიდან“ გადავიდა.
გასულ ორ სეზონში მან ფრანგთა რიგებში 35 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემაც შეასრულა. მისი კონტრაქტი 2024 წლამდე არის ძალაში.