ტოკიოში პარალიმპიური თამაშები გრძელდება, სადაც ქართველი პარასპორტსმენებიც მონაწილეობენ. ჩვენი დელეგაციის ყულაბაში უკვე სამი მედალია, სამივე ვერცხლის.
პარამოფარიკავე ნინო თიბილაშვილის შემდეგ 29 აგვისტოს მედლები პარაძიუდოისტებმა – ინა ქალდანმა (70კგ) და რევაზ ჩიკოიძემ (+100 კგ) მოიპოვეს.
ქალდანმა პირველ ეტაპზე მექსიკელ ალვარეს რუვალკაბა წუთსა და 8 წამში იპონით დასცა ტატამზე, ხოლო ნახევარფინალში მასპინძელი კაზუსა ოგავა 2 წუთსა და 3 წამში. ფინალში ქართველი ბრაზილიელ ალანა მალდონადოსთან დამარცხდა.
ჩიკოიძემ პირველ ეტაპზე იაპონელი მასაკი 2 წუთსა და 16 წამში დააიპონა, ხოლო ნახევარფინალში უზბეკ შირინ შარიპოვს გაფრთხილებებით სძლია და ფინალის საგზური მოიპოვა. გადამწყვეტ ბრძოლაში ჩვენებურმა ჭიდაობის დროს ტრავმა მიიღო და ირანელ მოჰამად ხეიროლაზადესთან შებოჭვაზე მოჰყვა.





![კიტე-დუბლი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kiteishvili-1-218x150.jpg)