სექტემბრის დასაწყისში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სამ მატჩს გამართავს: მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპზე შინ, 2 სეტემბერს, კოსოვოს, დაუხვდება; 5 სექტემბერს, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში მასპინძლებს შეხვდება; 8 სექტემბერს კი ბულგარეთში ამხანაგურად ითამაშებს.
ამ მატჩებისთვის მზადებას გუნდი 30 აგვისტოს დაიწყებს, მაგრამ ნაკრების თავკაცს ადრე გამოცხადებულ შემოადგენლობაში უკვე მოუხდა ორი ცვლილების გაკეთება.
შეკრებაზე ვერ ჩამოდის შემტევი ხვიჩა კავარცხელია. ითქვა, რომ ყაზანის „რუბინის“ შემტევს ტრავმა აქვს. თუმცა, მისი ჯანმრთელობის საკითხი, ისევე როგორც სატრანსფერო ამბები, საეჭვოდ ბუნდოვანია.
კვარაცხელიას ნაცვლად, ეროვნულ გუნდში გამოძახებულია გიორგი წიტაიშვილი, რომელიც მანამდე იმიტომ არ უხმეს, რომ… ტრავმა ჰქონდა.
შეგახსენებთ, წიტაიშვილმა წლის დასაწყისში მიიღო საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ აქამდე ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია და დებიუტის მოლოდინშია.
ასევე დებიუტს ელოდება ბათუმის დინამოელი გიორგი ზარია, ვინაც მისივე თანაგუნდელი გიორგი ფანცულაია ჩაანაცვლა. სსფ-ს პრესსამსახურის ცნობით, მიზეზი აქაც ტრავმაა.