Cristiano Ronaldo: Juventus boss says he decided to use Portuguese star from the bench on Sunday | Football News | Sky Sportsკრიშტიანუ რონალდუს ტურინის „იუვენტუსის“ ვარჯიშზე კი მივიდა, მაგრამ ჯიბეებში ხელებჩაწყობილი. ის ნელ-ნელა თანაგუნდელებს ემშვიდობება.

პორტუგალიელმა კონტინასას ბაზაზე 40 წუთი დაჰყო. თუმცა, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყოფილ თანაგუნდელებთან. დიდი ალბათობით, რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედში“ ტრანსფერი წარმატებით დაიხურება. დიახ, „მანჩესტერში“ და არა „მან.სიტიში“, როგორც აქამდე ვარაუდობდნენ.

თავის მხრივ „იუვენტუსი“ მზადაა, 36 წლის ფეხბურთელს 30 მილიონ ევროდ შეელიოს. თითქმის ყველა დარწმუნებულია, რომ პორტუგალიელი 12-წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისში დაბრუნდება. 2003-2009 წლებში, მოგეხსენებათ კრიშტიანუ სწორედ „მაანჩესტერში“ თამაშობდა და 196 მატჩში 84 გოლი გაიტანა.

ფეხბურთელს და კლუბს 2-წლიანი კონტრაქტი გამზადებული აქვთ, რის საფუძველზეც პორტუგალიელი სეზონში 15 მილიონი ევროს მიიღებს.