No description available.ხუთშაბათს, 26 აგვისტოს სტარტს საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე ელიტური დივიზიონის – პრო დ2-ის 2021-2022 წლების რეგულარული სეზონი აიღებს.

მარტივი მისახვედრია, თუ რატომაა ეს ტურნირი საინტერესო ჩვენთვის – მასში ხომ რამდენიმე ათეული ქართველი იასპარეზებს. ამ ლიგის მონაწილე 15 კლუბის მთავარ თუ ახალგაზრდულ გუნდში ჯამურად 48 ჩვენებურია დაკონტრაქტებული! მათ შორის – საქართველოს ეროვნული ნაკრების არაერთი როგორც ყოფილი, ისე მოქმედი წევრიც. აქვე აღვნიშნავთ, რომ „ვანი“ 16-დან ერთადერთი კლუბია, რომელშიც არცერთი ქართველი არ ირიცხება.

ყველაზე ცნობილები ალბათ ჯაბა ბრეგვაძე და კოტე მიქაუტაძე არიან და სწორედ მათი გუნდების ჯახით გაიხსნება ახალი ევროპული საკლუბო სეზონი: კოტეს „ბაიონი“ ჯაბას „აჟენს“ უმასპინძლებს და ეს იქნება არა თუ ტურის, არამედ მთლიანად ტურნირის საკვანძო შეხვედრა, რადგან ორივე კლუბმა ტოპ 14 გასულ სეზონში დატოვა და მიზნად ევროპის უძლიერეს ლიგაში დაბრუნებას ორივე ბანაკში ისახავენ.

ქვემოთ გთავაზობთ პრო დ2-ის კლუბთა განაცხადებში შესული ქართველების სრულ სიას (გამოყოფილები არიან ის მორაგბეები, ვისაც თუნდაც ერთი სანაკრებო კეპი აქვს მოხვეჭილი).

ორიაკი (12): გიორგი ქართველიშვილი, ნიკა ქარდავა, ირაკლი მჭედლიძე, ლუკა ნიორაძე, ბასა ხონელიძე, გიორგი ჯავახია, გირგი ცუცქირიძე, ბექა შვანგირაძე, ნიკა საყვარელიძე, მიხეილ ალანია, გიორგი გოგოლაძე, დაჩი პაპუნაშვილი.

გრენობლ (7): ზურაბ ჟვანია, ილია კაიკაციშვილი, ლუკა გოგინავა, ნიკა ღვალაძე, ირაკლი აფციაური, საბა მიქელაშვილი, გუგა ღანიაშვილი.

აჟენი (4): მამუკა მსტოიანი, ჯაბა ბრეგვაძე, გრიგორ ქერდიყოშვილი, ლუკა მაჭარაშვილი.

კარკასონი (4): ნიკა ნარმანია, ნუგზარ სომხიშვილი, ლუკა პეტრიაშვილი, იოანე იაშაღაშვილი.

No description available.ბაიონი (3): ლუკა ჭელიძე, კონსტანტინე მიქაუტაძე, ლადო ჩაჩანიძე.

ოიონა (3): ირაკლი მირცხულავა, ბექა კაკაბაძე, დავით არველაძე.

ბეზიე (2): ჟორჟი სალდაძე, გიორგი ახალაძე.

ბრესანი (2): ვაჟა  კაპანაძე, ზაურ თევდორაშვილი.

მონ-დე-მარსანი (2): ლაშა მაჭარაშვილი, გელა მურუსიძე.

ნარბონი (2): ავთანდილ გოგიაშვილი, ალექსანდრე ბურდული.

ნევერი (2): თორნიკე მატარაძე, ირაკლი უმფრიანი.

რუანი (2): კარლენ ასიეშვილი, ხვიჩა ცოფურაშვილი.

კოლომი (1): ბექა შეყლაშვილი.

მონტობანი (1): მირიან ბურდული.

პროვანსი (1): ალექსი ჭიჭიაშვილი.