საქართველოს ნაკრების მომდევნო მატჩებს ბათუმის სტადიონი უმასპინძლებს | Live.geBatumelebi | ბათუმის პლაჟი დღეს [ფოტო]2 სექტემბერს კოსოვოსთან მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდებაო – დაადგინა მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ.

ჩვენ არც იმუნოლოგები ვართ, არც ვირუსოლოგები, არც ინფექციონისტები და რეანიმატოლოგები – ამდენად, როდესაც ამ დარგების სანდო სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ ვერაგ ვირუსთან ბრძოლა ვაქცინაციას, პირბადის ტარებას და სოციალური დისტანციის დაცვას მოითხოვს, ვალდებულები ვართ დავიჯეროთ და პანდემიასთან ბრძოლაში ამ „აღჭურვილობით“ შეიარაღებულები ჩავებათ.

მაგრამ ვერავინ ჩამოგვართმევს კრიტიკული აზრის ქონის და შესაბამისი კითხვების დასმის უფლებას, როდესაც აშკარა შეუსაბამობებს ვხედავთ. ხოლო როდესაც ჩვენს კითხვებზე პასუხად დუმილს ან აგრესიას ვიღებთ, ვხვდებით, რომ ჩვენი კითხვები სულაც არ არის უსაფუძვლო.

ამ წერილს ბათუმიდან ვწერ. სადაც  თითო-ოროლა ადამიანს გვიკეთია პირბადე. მეტიც, პირბადეს არ ცნობენ პოლიციელები – სწორედ ისინი, რომლებსაც რეგულაციების აღსრულება ევალებათ!

რატომ არ შეიძლება, გამოაცხადო, რომ ტრიბუნები მხოლოდ X პროცენტით შეივსება, მატჩზე მხოლოდ აცრილი ადამიანები დაიშვებიან, რომლებიც ბილეთთან ერთად ვაქცინაციის ცნობას წარადგენენ (რაც ყველა აცრილს ეძლევა), რომლებსაც ამასთანავე პირბადე ეკეთებათ, ბილეთები კი იმგვარად დანომრილი იქნება, რომ ორი ადამიანი გვერდიგვერდ ვერ მოხვდნეს?

მეტიც, ეს ხომ დამატებითი ბენეფიტი იქნება ვაქცინაციის პროცესის წასახალისებლად, რასაც სიტყვით თითქოს უწევენ პოპულარიზაციას, საქმისა კი რა მოგახსენოთ…

დიახ, სტადიონზე ადამიანების ე.წ. კოვიდპასპორტებით შეშვება შესაძლებელია, ტრიბუნებზე მსხდომთა პირბადიანობის კონტროლიც არ არის რთული. უბრალოდ საჭიროა, რომ ამას ვიღაცამ თავი მოაბას, თუმცა ესეცაა – რაღაც საქმეს თავი რომ მოაბა, სულ მცირე, თავი უნდა გქონდეს…

ასე კი ვიღებთ, რომ სტადიონზე რეგულაციების სრული დაცვით ვაქცინირებულთა შეშვება არ შეიძლება, იქვე, სტადიონიდან რამდენიმე ასეულ მეტრში უპირბადეო აუცრელების ჩახუტებული სიარული კი (უპირბადეო პოლიციელების თვალწინ) პრობლემას არ წარმოადგენს.