ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელია. ქართველმა პარასპორტსმენმა ხმლით ფარიკაობის ინდივიდუალურ შეჯიბრში ფინალური ბრძოლა რეიტინგის პირველ ნომერ ჩინელ ბიან ჟინგთან 7:15 წააგო და მეორე ადგილს დასჯერდა.

თიბილაშვილი A კატეგორიის ფლეი-ოფში ორი მოგებითა და ამდენივე წაგებით გავიდა, მაგრამ შემდეგ იყოჩაღა: მერვედფინალში იტალიელ ლორედანა ტრიგილიას 15:9 მოუგო, მეოთხედფინალში უკრაინელ ნატალია მორკვიჩს 15:13 აჯობა, რომელის გზასაც ნახევარფინალში მისივე თანამემამულე ევგენია ბრეუსი გაუყენა – 15:12.

სამწუხაროდ, B კატეგორიაში უმედლოდ დარჩა ირმა ხეცურიანი, რომელმაც მეოთხედფინალში იტალიელ როსანა პასკინოს 15:14 მოუგო, მაგრამ შემდეგ ჩინელებთან წააგო: ნახევარფინალი შუმეი ტანთან 8:15, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის შაო რონგთან – 6:15.