Lionel Messi has previously spoken of his desire to play in the MLS before hanging up his bootsInter Miami owner David Beckham has promised to bring a superstar to South Floridaლიონელ მესის პარიზულ დებიუტს მთელი საფეხბურთო სამყარო სულმოუთქმელად ელის. სავარაუდოდ, ეს ამბავი ფრანგული ლიგა 1-ის მეოთხე ტურში მოხდება, 29 აგვისტოს, პსჟ-ის „სტრასბურთან“ სტუმრობისას.

მანამდე კი ფეხბურთის კაცები დროს ტყუილად არ კარგავენ. ამას წინათ დევიდ ბექემი შეხვედრია არგენტინელს მაიამიში, სადაც ლეომ 7 მილიონ დოლარად დიდებული პენტჰაუსი შეიძინა.

დამსხდარან, უსაუბრიათ და თითქმის გადაუწყვეტავთ, რომ „პარი სენ-ჟერმენში“ ორწლიანი კონტრაქტის გასრულების შემდეგ, მესი სამხრეთ ფლორიდაში გადაბარგდება და „ინტერ მაიამის“ ფორმას მოირგებს.

ბექემი, მოგეხსენებათ, ამ კლუბის თანამფლობელია და გრანდიოზული გეგმებიც ჰქონია. მაგალითად, მესისთან ერთად ამერიკაში კრიშტიანუ რონალდუს წაყვანაც განუზრახავს. მით უმეტეს, რომ ორივე დიდ ვარსკვლავს კარიერის დასრულება MLS-ში სურს.

იმედიანადაა განწყობილი „ინტერ მაიამის“ მეორე მფლობელი, ხორხე მასიც: „ჩვენ კლუბს დიდი გეგმები აქვს. მჯერა, მესი ორი წლის შემდეგ „ინტერის“ მაისურით ითამაშებს და მაიამიში დაასრულებს უდიდეს კარიერას“, – უთხრა მასმა „დეილი მეილს.“

 

წილი
წინა სტატიავაკოს დუბლი
შემდეგი სტატიაკეინის ხელფასი კვირაში 100 ათასით იზრდება
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...