მადრიდის „რეალმა“ ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი გაუფორმა ნახევარმცველ ფედერიკო ვალვერდეს.
„ურუგვაელ ბრილიანტად“ წოდებულ ფეხბურთელს კონტრაქტი 2025 წლამდე ჰქონდა, მაგრამ ფლორენტინო პერესმა თავი დაიზღვია – ვალვერდე მადრიდში 2027 წლამდე დარჩება.
კონტრაქტის პირობებიდან ჯერ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მისი გამოსასყიდი თანხა სარეკორდო 1 მილიარდი ევროა. ასეთივე თანხაა მითითებული ქარიმ ბენზემას კონტრაქტშიც.
23 წლის ვალვერდე ზინედინ ზიდანის აღმოჩენად ითვლება და „რეალში“ დებიუტი 2018-2019 წლების სეზონში ჰქონდა.