სანაკრებო მატჩებისთვის კარგი განწყობით ჩამოდის საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი.

ჩვენებური სამხრეთ კორეული „ულსანის” ფეხბურთელია, რომელმაც სტუმრად 2:1 დაამარცხა „სეული”. ორივე გოლი ვაკომ გაიტანა და თანაც 6-წუთიან მონაკვეთში.

„ულსანი” კორეის ჩემპიონატს 26 მატჩის შემდეგ 51 ქულით ლიდერობს. თუმცა, ხუთი ქულით უსწრებს „იენბუკს”, რომელსაც ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და პოტენციურად ლიდერად ითვლება.

ვაკოს კი, მიმდინარე სეზონში უკვე ხუთი გოლი მოუგროვდა. ეს კორეის ჩემპიონატში, ხოლო სამიც აზიის ჩემპიონთა ლიგაში აქვს გატანილი.

ისიც ავღნიშნოთ, რომ ყაზაიშვილს ვილი სანიოლის მწვრთნელობის პერიოდში ნაკრებში „დებიუტი“ ექნება.

წილი
წინა სტატიაპარალიმპიადა ვერცხლით დავიწყეთ
შემდეგი სტატიალეო ბექზთან?
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...