PSG de mbapé - Home | Facebook„პარი სენ-ჟერმენი“ კილიან მბაპეს შენარჩუნების ახალ-ახალ ვარიანტებს ეძებს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ბოლო საუბარი უშედეგოდ დასრულდა და კილიანმა ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი თქვა. თუმცა, პარიზელები არ ისვენებენ და მბაპეს ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტი, ცხადია ფრიად გაუმჯობესებული პირობებით, თავიდან შესთავაზეს.

მბაპეს, რომელიც პსჟ-ში 2017 წლიდან თამაშობს, კლუბთან ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს. ფრანგ ფეხბურთელს უკვე დიდი ხანია უკავშირებენ მადრიდის „რეალს“ და იმასაც ამბობენ, რომ გაისად ესპანეთში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება.

ცხადია, პსჟ-ს სულაც არ სურს ამ დონის ფეხბურთელი ასე მარტივად „ჩააბაროს“ მადრიდელებს და ყველანაირად ცდილობს ფეხბურთელის ახალ კონტრაქტზე დაყოლიებას.