Klopp Addresses Speculation Surrounding Salah's Future at Liverpool | Al Bawabaმთავარი მწვრთნელის ქარიზმა ზოგჯერ ყველაზე გაქნილი აგენტების გარჯაზე მეტია.

ინგლისური „ლივერპული“ აგრძელებს გუნდის ხერხემლის შენარჩუნებაზე ზრუნვას. ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული იურგენ კლოპი, რომელსაც ტრიუმფატორთა შემადგენლობის დაკარგვა არ სურს.

უკვე გაფორმებულია ახალი კონტრაქტი ვირჯილ ვან დაიკთან. შეთანხმებულია და ხელმოწერასღა ელის კონტრაქტი გუნდის კაპიტან ჯორდან ჰენდერსონთან. ახლა მოჰამედ სალაჰის რიგია. მან უკვე თქვა თანხმობა, გაახანგრძლივოს 2023 წლამდე მოქმედი ხელშეკრულება.

ახალი 2025 წლამდე იქნება გათვლილი და სავარაუდოდ, ეგვიპტელი გახდება ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი კლუბის ისტორიაში. ამჟამად ამ „ტიტულს“ ვან დაიკი ატარებს. მისი ხელფასი ახალი კონტრაქტით კვირაში 245 ათასი ევროა, სალაჰი კი ჯერჯერობით კვირაში 220 ათასს იღებს.