An exercise in despair' - Barcelona president Laporta slams predecessor  Bartomeu over €1.35bn debt | Goal.comორიოდე კვირის წინ „ბარსელონამ“ გაამჟღავნა იმ კატასტროფული ვალის ოდენობა, რომელიც ნორმალურ ფუნქციონირებაში ხელს უშლის – 1,35 მილიარდი ევრო.

ვითარების გამოსასწორებლად კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ახალი სესხი აიღო. 455 მილიონი ევრო 10 წლის ვადაშია დასაფარი და საპროცენტო განაკვეთი წლიურად 1,98-ს შეადგენს.

ამ სესხის უზრუნველსაყოფად ლაპორტამ კლუბის ტელეუფლებები ჩადო.

შეთანხმება კლუბს კიდევ 70 მილიონი ევრო სასესხო ვალდებულებების გამოშვების უფლებას აძლევს.

ამას გარდა, პრეზიდენტმა 140 მილიონი ევროს ოდენობის ვალის რესტრუქტურიზაციაც მოახერხა.

ეს ყველაფერი ლაპორტას სერიოზულ წარმატებად ჩაეთვალა. „ბარსა“ სრულფასოვნად ფუნქციონირებას იწყებს.