No description available.პოლონელ მძლეოსან მარია ანდრეიჩიკს რიოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 2 სანტიმეტრი დააკლდა ბრინჯაოს მედლამდე.

წარმოიდგინეთ, როგორი ბედნიერი იყო 25 წლის შუბის მტყორცნელი, როცა ტოკიოში მეორე ადგილი დაიკავა.

ამის მიუხედავად, ტოკიოდან დაბრუნებულმა მარიამ ვერცხლის მედალი აუქციონზე გაიტანა. მან გადაწყვიტა დახმარებოდა სრულიად უცხო 8 თვის ბიჭუნა მილოშეკ მალშეს, რომელსაც გულზე ოპერაცია სჭირდება.

აღნიშნული ოპერაცია ამერიკული ბალტიმორის კლინიკაში კეთდება და 250 ათასი დოლარი ღირს. ვერცხლის მედალი აუქციონზე 125 ათასად გაიყიდა.

ამას გარდა სოლიდური თანხა გაიღეს კიდევ ერთი ბიჭუნას მშობლებმა – მათი შვილის გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა და უკვე მოგროვილი თანხა დაუნანებლად გადასცეს მალშეს. ამრიგად, პატარა მილოშეკი ამერიკაში მიემგზავრება.

სიკეთე გადამდებია და მარია ანდრეიჩიკს მისი ვერცხლის მედალი დაუბრუნდა. აუქციონზე გამარჯვებული სუპერმარკეტების ქსელის, Zabka-ს მფლობელებმა სამართლიანობა აღადგინეს და ჯილდო ოლიმპიურ ვიცე-ჩემპიონს გადასცეს.