კალათბურთის ლეგენდა მაიკლ ჯორდანმა ლეო მესის პსჟ-ში გადასვლით სოლიდური თანხა გამოიმუშავა. ამის შესახებ ესპანური გამოცემა A Bola იუწყება.
მაიკლ ჯორდანს ეკუთვნის სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი ბრენდი Air Jordan, რომელიც პსჟ-ის პარტნიორია.
მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად ჯორდანის ფირმას პარიზული კლუბის ყოველი გაყიდული მაისურიდან 5% ეკუთვნის.
გასული ერთი კვირის განმავლობაში მესის მაისურების გაყიდვით შემოსული 120 მილიონი ევროდან 6 მილიონი სწორედ მაიკლ ჯორდანს ერგო.