„პარი სენ ჟერმენში“ ძალიან ბევრმა სუპერვარსკვლავმა მოიყარა თავი საიმისოდ, რომ კულუარებში დიდ-პატარა სკანდალები არ მოხდეს და მედიის განხილვის თემა არ გახდეს.
ამჯერად პროგრამაში გუნდის ახალწვეული სერხიო რამოსია.
ამბობენ, რომ ესპანელი მეტისმეტად ამპარტავნულად ექცევა კლუბის პერსონალს. არადა, ის არც გუნდის კაპიტანია და არც უპირველესი ვარსკვლავი, რომ მსგავსი საქციელი ეპატიოს.
Cadena SER-ის ინფორმაციით, გუნდის მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინოც უკმაყოფილოა და ამბობს, სერხიო რამოსს არ უნდა ეგონოს, რომ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაბევებული აქვსო.