საფეხბურთო მოედნებზე რა აღარ მომხდარა და რას არ შევსწრებივართ…

წუხელ, თურქეთის ჩემპიონატის პირველ ტურში დებიუტანტმა „გირესუნსპორმა“ შინ „გალათასარაისთან“ 0:2 დათმო.

მეორე ტაიმის მსვლელობისას სტუმართა ბრაზილიელ მცველ მარკაო ტეიშეირასა და ამავე გუნდის ნახევარმცველ ქერემ აქტურქოღლუს შორის კონფლიქტი მოხდა.

თურქმა ბრაზილიელს ანიშნა გაჩუმდიო, პასუხად კი თავით და მუშტით რამდენიმე დარტყმა მიიღო.

შეხვედრის არბიტრმა მარკაო დაუყოვნებლივ გააძევა. მისი დარტყმებისგან დაშავებული ქერემი კი 2 წუთში შესაცვლელი შეიქნა.

წილი
წინა სტატიაროჯერ, როდემდე?
შემდეგი სტატიაუქმეებამდე რაღა დარჩა
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".