რაც ტოკიოში მოხდა, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. ქართველი პარალიმპიელები დათვრნენ, ახმაურდნენ და სასტუმროს დარაჯმა კარზე რომ მიუკაკუნა, ნუ ხმაურობთო, შენიშვნა იუკადრისეს. იაპონური პრესა იუწყება, რომ ქართველმა ძიუდოისტმა, ზვიად გოგოჭურმა 60 წლის დარაჯი სცემა. პოლიციამ, სპორტსმენი დააკავა.
გოგოჭურს, ცხადია, საუკეთესო შემთხვევაში, პარალიმპიადიდან გამოაძევებენ და საქართველოში დააბრუნებენ. შესაძლოა, უარესიც მოხდეს და სანქცია მთლიანად გუნდს შეეხოს.
ამბავი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა რატი იონათამიშვილმა დაადასტურა და ნეტგაზეთთან ინტერვიუში თქვა:
„მსგავსი ქმედება ჩრდილს აყენებს არა მხოლოდ კონკრეტულ ათლეტს, არამედ, ზოგადად, პარალიმპიურ მოძრაობას. აღნიშნული ათლეტი, მიუხედავად იმისა, რომ ითვლება ოქროს მედლის მოპოვების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად, ვეღარ მიიღებს თამაშებში მონაწილეობას.
რაც შეეხება სპორტსმენის პასუხისმგებლობის საკითხს, ამაზე ჩვენ ვიმსჯელებთ მას შემდეგ, რაც დასრულდება პარალიმპიადა“.
ზვიად გოგოჭური რიოს თამაშების ჩემპიონია.

ავტორის პროფილი
- „სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.
უახლესი პოსტები
დავთარი16/11/2025 | 18:55რისთვის ვეჩხუბებით ვილის?
დავთარი11/09/2024 | 13:52დაუსტვინე ბებიაშენს
დავთარი09/09/2024 | 23:29სამივლინებო ჩანაწერები
დავთარი06/07/2024 | 17:53გვიანი პასუხი ზეპ ბლატერს
