ზვიად გოგოჭური მსოფლიოს ჩემპიონია!რაც ტოკიოში მოხდა, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. ქართველი პარალიმპიელები დათვრნენ, ახმაურდნენ და სასტუმროს დარაჯმა კარზე რომ მიუკაკუნა, ნუ ხმაურობთო, შენიშვნა იუკადრისეს. იაპონური პრესა იუწყება, რომ ქართველმა ძიუდოისტმა, ზვიად გოგოჭურმა 60 წლის დარაჯი სცემა. პოლიციამ, სპორტსმენი დააკავა.

გოგოჭურს, ცხადია, საუკეთესო შემთხვევაში, პარალიმპიადიდან გამოაძევებენ და საქართველოში დააბრუნებენ. შესაძლოა, უარესიც მოხდეს და სანქცია მთლიანად გუნდს შეეხოს.

ამბავი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა რატი იონათამიშვილმა დაადასტურა და ნეტგაზეთთან ინტერვიუში თქვა:

„მსგავსი ქმედება ჩრდილს აყენებს არა მხოლოდ კონკრეტულ ათლეტს, არამედ, ზოგადად, პარალიმპიურ მოძრაობას. აღნიშნული ათლეტი, მიუხედავად იმისა, რომ ითვლება ოქროს მედლის მოპოვების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად, ვეღარ მიიღებს თამაშებში მონაწილეობას.

რაც შეეხება სპორტსმენის პასუხისმგებლობის საკითხს, ამაზე ჩვენ ვიმსჯელებთ მას შემდეგ, რაც დასრულდება პარალიმპიადა“.

ზვიად გოგოჭური რიოს თამაშების ჩემპიონია.

A Paralympic athlete from Georgia is suspected of assaulting a security guard at a Tokyo hotel. | REUTERS