„ლივერპული“ და ჯორდან ჰენდერსონი ახლოს არიან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან. მხარეებმა პრინციპულ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. ახალი კონტრაქტი 3+1 სისტემით იქნება შედგენილი, ერთწლიანი გაგრძელება კი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას ჰენდერსონი პირველი სამი წლის განმავლობაში.
ახალი კონტრაქტით კაპიტნის ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მხარეებს შორის მოლაპარაკებები კარგა ხანი გრძელდებოდა და ისიც ითქვა, ჩიხში შევიდაო.
გადამწყვეტი სიტყვა იურგენ კლოპმა თქვა: „მე ჰენდერსონი მჭირდება“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კლოპისვე მოთხოვნით გრძელვადიანი კონტრაქტი გაუფორმეს „ლივერპულის“ კიდევ ერთ ლიდერ ვირჯილ ვან დაიკს.