მილანის “ინტერმა” 35 წლის ბოსნიელი ფორვარდი ედინ ჯეკო დაიმატა. ჯეკოს “რომასთან” კონტრაქტი დაუმთავრდა და ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა.
ამის მიუხედავად, “ინტერს” 1,5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს რომაელთათვის, თუკი ჯეკოს დახმარებით ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს. ბოსნიელს მეტისმეტად დიდი ტვირთი აჰკიდეს.
რომელო ლუკაკუსა და ლაუტარო მარტინესის წასვლის შემდეგ “ინტერის” შეტევა მეტისმეტად უკბილო ჩანს. ჯეკოს საგოლე ალღოს და ოსტატობას არავინ უწუნებს. ბოლოს და ბოლოს “რომას” სახელით 168 მატჩში 77 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ წლებს ხომ თავისი მიაქვს. ალბათ ამიტომაც, მისი კონტრაქტი იტალიის ჩემპიონებთან მხოლოდ ორწლიანია.