ჯერ სეზონი არ დაწყებულა და „პარი სენ ჟერმენის” ახალწვეული სერხიო რამოსი ტრავმის გამო უკვე გამოაკლდა გუნდს.
35 წლის ცენტრალურ მცველს ტერფი აწუხებს და მოედანზე სექტემბრის შუა რიცხვებში თუ გავა. შექმნილმა ცაიტნოტურმა სიტუაციამ პარიზელებს მისი შემცვლელის ძებნა გადააწყვეტინა.
“ნაპოლის” დაცვის 30 წლის ლიდერი კალიდუ კულიბალი აქამდეც იყო პსჟ-ის სამიზნე. ფეხბურთელი “ნაპოლიში” 2014 წელს ბელგიური „გენკიდან” გადავიდა.
მაშინ მისი ტრანსფერი 7,75 მილიონი დაჯდა, ახლა კი კულიბალის მსურველმა კლუბმა დაახლოებით 50 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.