შეიძლება იყოს 3 ადამიანი, ადამიანები სპორტით არიან დაკავებული და ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „CANER 88 ropeb seuropebet“-(ი)ს გამოსახულებაორჯერ უგებდა ბათუმის „დინამო“ უეფას კონფერენციის ლიგის მესამე საკვალიფიკაო ეტაპზე ორჯერ, შინ და სტუმრად უგებდა თურქულ „სივასპორს“, მაგრამ ფლეი ოფში მაინც მეტოქე აღმოჩნდა.

ბათუმში, მამუჩაშვილის გოლით დაწინაურებულმა დინამოელებმა ჯერ საპასუხო გოლი გაუშვეს, ხოლო მსაჯის საფინალო სასტვენამდე წამებით ადრე – საერთოდ წააგეს.

საშინაო ჩამორჩენა გია გეგუჩაძის გუნდმა სტუმრად მეორე ტაიმში „ამოქაჩა“ და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა. თუმცა, კლასმა, ოსტატობამ და ფიზიკურმა მომზადებად მაინც თავისი გაიტანა. დამატებითი დროის დასრულებამდე 10 წუთით ადრე თურქებმა ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო ორი მატჩის ჯამში წინ გავიდნენ. დარჩენილ დროში ბათუმელებს არც ძალა ეყოთ და არც დრო.

როგორც ჩანს, ჩვენი გუნდების ადგილი ფლეი ოფში ჯერ არ არის.

წილი
წინა სტატიარონალდუც პარიზში?
შემდეგი სტატიალუკაკუს დაბრუნება
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...