Mirror: Arsenal still have the most expensive season tickets - Tribuna.comინგლისში პრემიერლიგის 2021-2022 წლების სეზონი ქომაგებს ღია კარით ხვდება.

არის მოლოდინი, რომ დასწრება ისეთივე იქნება, როგორიც პანდემიამდე იყო. ბუნებრივია, დიდ ფეხბურთს დანატრებული ფანობა აბონემენტებს შეიძენს.

დამდეგი სეზონისთვის აბონემენტის ფასები კლუბებმა უკვე გამოაქვეყნეს.

ყველაზე ძვირი „არსენალის“ ქომაგობა ჯდება – 891 გირვანქა; ოდნავ იაფია „ტოტენჰემის“ აბონემენტი (807 გირვანქა); მესამე კი სიძვირით „ლივერპულია“ (685 გირვანქა).

და სად არის „სიტი“? გაგიკვირდებათ და „სიტის“ აბონემენტის ფასი საოცრად დემოკრატიულია – მხოლოდ 325 გირვანქა. ეს მე-19 მაჩვენებელია პრემიერლიგაში. ამაზე იაფად (320 გირვანქა) ქომაგებს სტადიონზე მხოლოდ “ვესტ ჰემი” ეპატიჟება.