დასაწყისი წაიკითხეთ აქ

2011 წელს ანალიტიკურმა ცენტრმა GlobeScan მსოფლიოს 21 ქვეყანაში გამოკითხვა ჩაატარა. კვლევამ აჩვენა, რომ აბსოლუტურ უმეტესობაში – 18 ქვეყანაში, გამოკითხულთა უმეტესობა თავიანთი ოლიმპიელების წარმატებით უსაზღვრო ნაციონალურ სიამაყეს გრძნობდა. ამასთანავე კვლევამ აჩვენა, რომ ოლიმპიური წარმატებებით სიამაყის განცდა, განსაკუთრებით ძლიერი განვითარებად და ტოტალიტარურ ქვეყნებში აღინიშნებოდა.

ხუან ანტონიო სამარანჩი – ოლიმპიური მოძრაობის რეფორმატორი. ბევრი მას იმაში დანაშაულებს, რომ სამოყვარულო სპორტი მოკლა და ოლიმპიური თამაშები პროფესიონალთა შეჯიბრად აქცია, მაგრამ სინამდვილეში მან მხოლოდ რეალობას გაუსწორა თვალი. მისი გაპრეზიდენტებისას, არა ერთი ნაკრები (მაგალიათად, საბჭოთა კავშირის) მთლიანად პროფესიონალებით იყო შედგენილი

ოლიმპიური მიღწევები მნიშვნელოვან მოვლენად მიაჩნიათ:

🇰🇪 კენიაში – გამოკითხულთა 91%

🇵🇭 ფილიპინებზე – გამოკითხულთა 86%

🇹🇷 თურქეთში – გამოკითხულთა 84%

🇮🇩 ინდონეზიაში – გამოკითხულთა 83%

🇨🇳 ჩინეთში – გამოკითხულთა 82%

🇪🇬 ეგვიპტეში – გამოკითხულთა 81%

🇷🇺 რუსეთში – გამოკითხულთა 60%

შეერთებულ შტატებში, ბრაზილიაში, კანადაში, ავსტრალიასა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობაში ეს მაჩვენებელი 40-50 პროცენტს შეადგენს. ყველაზე ნაკლებად ოლიმპიურ ასპარეზზე წარმატებით ეროვნული სიამაყის გრძნობა გერმანებელს ეუფლებათ – 19 პროცენტს.

„ეს ის შემთხვევაა, როცა რთულია განსაზღვრო, ჭიქა სანახევროდ სავსეა თუ ცარიელი – ამბობს ოლიმპიური მოძრაობის მკვლევარი იანს მონსი – ერთი მხრივ, პრაქტიკულად ყველა ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ოლიმპიადას მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს, მეორე მხრივ კი მას ყველაზე ნაკლებ მნიშვნელობას იმ ქვეყნებში ანიჭებებ, რომლებსაც მასპინძლობის ყველაზე მეტი შანსი აქვთ.“

კიდევ ერთი კვლევა, რომელიც 2015-16 წლებში ჩატარდა, აჩვენებს, რომ დოპინგ სკანდალმა, რომელიც სოჭის ზამთრის ოლიმპიადას მოჰყვა, გულშმატკივრებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. 57-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ოლიმპიადებისადმი ნდობა და შესაბამისად, ინტერესი შეუმცირდათ.

სახელმწიფოთა დიდ ნაწილში ნაციონალური სპორტული სიამაყე, საშუალოდ 5-15 პროცენტით არის შემცირებული. და თუ ვიკითხავთ, სად გაიზარდა ეს მაჩვენებელი, აღმოვაჩენთ, რომ პირველ რიგში – რუსეთში! როგორც ჩანს, დოპინგ-სკანდალებმა, რომელთა გამო რუსეთი დაისაჯა, რუსებზე პირიქით იმოქმედა – მათ თავი უსამართლოდ დასჯილებად იგრძნეს და თითოეულ მედალს ახლა უფრო მეტი სიამაყით ეგებებიან.

ხუან ანტონიო სამარანჩმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობა 1980 წელს ჩაიბარა, როდესაც ოლიმპიური მოძრაობა, როგორც ფინანსურ, ასევე პოლიტიკურ ღრმა კრიზისში იყო. წინა ოლიმპიადები წამგებიანი იყო, მოსკოვის და ლოს ანჯელესის ოლიმპიადები კი ბოიკოტმა დააზიანა.

პოსტზე ყოფნის 20 წლის გამნმავლობაშ სამარანჩმა ძირეული რეფორმირება მოახდინა და ოლიმპიადებზე დიდი ბიზნები მიიზიდა.

გაგრძელება იქნება