See the source imageუკრაინის ნაკრები კვლავაც თავკაცის გარეშეა. 9 აგვისტოს გამართულმა ფედერაციის აღმასკომის სხდომამ შედეგი ვერ გამოიღო – ყველასთვის მისაღებ კანდიდატ სერგეი რებროვს არაბული „ალ-აინი“ არ უშვებს.

უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია მზად არის დაეხმაროს რებროვს კლუბისთვის კომპენსაციის გადახდაში, თუ თანხა მილიონ დოლარზე მეტი არ იქნება, თუმც ჯერ ამ მხრივ პასუხი არ სჩანს.

სამაგიეროდ, გააქტიურდნენ სხვა სპეციალისტები. უკრაინულ მხარეს დაუკავშირდნენ იურგენ კლინსმანისა და ჯანი დე ბიაზის წარმომადგენლები. 57 წლის კლინსმანი ბოლოს ბერლინის „ჰერტას“ წვრთნიდა, საიდანაც 2020 წლის თებერვალში გაუშვეს, 65 წლის დე ბიაზი კი იმავე 2020 წლიდან აზერბაიჯანის ნაკრებს ხელმძღვანელობს.

უკრაინელებმა მათ წარმომადგენლებთან საუბარიც კი იუარეს – უკრაინის მთავარი გუნდი უკრაინელმა უნდა გაწვრთნასო.