See the source imageოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის ფინალში ესპანელთა შემადგენლობაში გამოვიდა „ბარსელონას“ ნახევარმცველი პედრი.

ეს მისთვის 73-ე (!) შეხვედრა იყო 2020-2021 წლების სეზონში. „ბარსაში“ მისი 52 მატჩი ასე განაწილდა: ლა ლიგა – 37, ჩემპიონთა ლიგა – 7, ესპანეთის თასი – 6, ესპანეთის სუპერთასი – 2.

ამას გარდა პედრიმ დაიცვა ეროვნული (10 მატჩი), ოლიმპიური (7) და ახალგზრდული (4) ნაკრებების ღირსება.

და ეს ყველაფერი გასული წლის 3 სექტემბრის შემდეგ, ანუ საშუალოდ 4,5 დღეში ერთხელ. უახლოესი შეხვედრა კი „ბარსელონას“ ლა ლიგაში უკვე 15 აგვისტოს უწევს (პედრის ალბათ დაასვენებენ).

ფანტასტიკაა! შარშან პედრის სატრანსფერო ფასი 7,2 მილიონი იყო. დღეს 80 მილიონია.

See the source image

წილი
წინა სტატიაკოუტინიუ. ბარსა თუ სფურზი?
შემდეგი სტატიაშავი ლომი შეივსო
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".