წარსულში ინგლისის ნაკრების ფორვარდ გარი ლინეკერს სამი სეზონი „ბარსელონაშიც“ აქვს გატარებული და ახლა, გუნდიდან მესის თემას გვერდს როგორ აუვლიდა?
„თუ მესი პსჟ-ში აღმოჩნდა, რაც აბსოლუტურად მოსალოდნელი ვარიანტია, გამოვა, რომ პარიზელებმა დონარუმა, ვეინალდუმი, რამოსი და ფეხბურთის ისტორიაში უდიადესი მესიც უფასოდ დაიმატეს, – ვითომ ?! “ – დაწერა ლინეკერმა სოციალურ ქსელში.
რას ნიშნავდა ეს ბოლო სიტყვა და რას გულისხმობდა ლინეკერი?
ნუთუ მართლა არსებობს „შეთქმულების თეორია“ და ლინეკერი მისი მიმდევარია?
ამ თეორიის მიხედვით, ბობოლა კლუბები ხელოვნურად შობენ თავისუფალ აგენტებს და უშვებენ წინასწარ შეგულებულ მისამართზე, ანგარიშსწორება კი ფეარ-ფლეის და კატასტროფული ზარალისგან თავის დასაღწევად სულ სხვა გზებით ხდება.
ეს მხოლოდ თეორიაა, მაგრამ ფაქტები? ამას გარდა, ლინეკერს ხომ კულუარულ ინფორმაციაზეც აქვს წვდომა.
ისე არ მოხდეს, უდიდესი სკანდალი მართლა აგორდეს და ეს ყველაფერი ლინეკერის ერთი სიტყვით დაიწყოს.