ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ბოლო ექვს წამში მეტოქეს ხუთი ქულა აჩუქა, 8:10 დამარცხდა და კისერზე ჩამოკიდებული ოქროს მედალი ამერიკელ დან გეიბლ სტივენსონს გაატანა.

პირველი პერიოდის შემდეგ ამერიკელი 4:0 დაწინაურდა. გენომ მეორეში მოუმატა და 8:5 გაქეცა მეტოქეს. სტივენსონმა ექვსი წამით ადრე შეამცირა სხვაობა – 7:8. ბოლო წამზე კი გენომ კიდევ ერთხელ მისცა საშუალება მეტოქეს ზურგს უკან მოქცეოდა და…

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციას ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე რვა მედალი დაუგროვდა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სარეკორდოა. მედლების სრული მონაგარია ასეთია: ორი ოქრო, ხუთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.